აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ შეხვედრას აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის APEC-ის სამიტის ფარგლებში გამართავენ.
ამის შესახებ AP თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
შეხვედრის ზუსტი თარიღი და დეტალები ჯერ შეთანხმებული არ არის. მანამდე მსგავსი შეხვედრის ალბათობის შესახებ ინფორმაციას The Washington Post აქვეყნებდა.
პეკინს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ სი ძინპინი პირადად დაესწრება APEC-ის სამიტს სან-ფრანცისკოში. ღონისძიება 11-დან 17 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.