მოლდოვაში დაიბლოკება 31 ვებგვერდი, რომელთა უმეტესობა რუსეთიდან კონტროლდება

მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა (SIS) გასცა ბრძანება ქვეყანაში 31 ინტერნეტპორტალის დაბლოკვის შესახებ, რომელთა უმეტესობა, 21 პირდაპირ რუსეთიდან ოპერირებს.

ამის შესახებ SIS-ის უფროსმა ალექსანდრუ მუსტეატამ 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან დაბლოკილი ვებგვერდები ოლიგარქებს ილან შორსა და ვლადიმერ პლახოტნიუკს დაუკავშირა.

მამანდე, 24 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა 22 რუსული მედიასაშუალების ვებგვერდის დაბლოკვა გადაწყვიტა.