"ჩვენთვის ბევრად უფრო ძვირფასია საქართველოში მყოფი ელჩის პოზიციები", - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვლენებს აკონტროლებს.
“ჩვენთვის ბევრად უფრო ძვირფასია საქართველოში მყოფი ელჩის პოზიციები და მასთან პარტნიორული თანამშრომლობა, მისი მხარდაჭერა იმ პროცესების, რა პროცესებსაც “ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი ახორციელებს დემოკრატიის მიმართულებით. ჩვენ ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და უშუალო პარტნიორების მხარდაჭერის ერთგული და აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ კონკრეტული ქმედებებით გზას დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთის”, - განაცხადა ოხანაშვილმა.
აშშ-ის ყოფილი ელჩი: ღარიბაშვილის დაბრუნება "ქართულ ოცნებაში" არსებული კრიზისისა და სისუსტის ნიშანია