სერბეთმა და კოსოვომ ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ - ლაიენი

სერბეთმა და კოსოვომ უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო შუამავლების მოთხოვნები, რათა ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევაში პროგრესს მიაღწიონ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენის თქმით, სერბეთმა და კოსოვომ გადამწყვეტად უნდა იმოქმედონ ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რათა შეუერთდნენ ევროკავშირს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ბალკანეთის რეგიონში იმყოფება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთმა "დე ფაქტო" უნდა აღიაროს კოსოვო, ხოლო კოსოვომ უნდა განახორციელოს გეგმა ეთნიკური სერბებისთვის ავტონომიის გარკვეული დონის მინიჭებისთვის.


24 სექტემბერს კოსოვოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაახლოებით 30 სერბმა ბოევიკმა გადაკვეთა ჩრდილოეთი საზღვარი, სროლის შედეგად დაიღუპა პოლიციელი. შემდეგ ქვეყანამ თავდამსხმელების დასაკავებლად სპეცოპერაცია წამოიწყო, რომელიც დასრულდა ექვსი ადამიანის დაპატიმრებითა და სამის მკვლელობით დასრულდა. ამ ინციდენტმა რეგიონში დაძაბულობა გაამძაფრა.


სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადს არანაირი კავშირი არ აქვს არეულობებთან და განაცხადა, რომ აწარმოებს დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. იმავე დღეს კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ სერბეთთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.