შვეიცარიის თავდაცვის ფედერალურმა შესყიდვების ოფისმა აშშ-სთან კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმება Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების შეძენას გულისხმობს.
ამერიკული მწარმოებლის Lockheed Martin-ის მართვადი რაკეტები შვეიცარიაში სავარაუდოდ, 2028 და 2029 წლებში გაიგზავნება. ისინი უზრუნველყოფენ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაონბას, რომელიც შვეიცარიის შეიარაღებულმა ძალებმა 2026 წლიდან უნდა მიიღონ.
PAC-3 MSE (Misile Segment Enhancement) არის Patriot-ის უახლესი ტიპის რაკეტა და ძირითადად გამოიყენება მოკლე დისტანციური ქობინისაგან თავდაცვისთვის. PAC-2 GEM-T (Guidance Enhanced Missile, Tactical) შექმნილია თვითმფრინავების, თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად.