პატიმრების გაქცევის საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს

„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს.  ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბადრაგი 342 პრიმა მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პენიტენციური დაწესებულებიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან/და პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია.