კვიპროსი გახდა 30-ე ქვეყანა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ვილნიუსის დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.
„ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებას და გავაღრმავებთ ორმხრივ თანამშრომლობას,“ - აღჯიშნავს ზელენსკი.
11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ.
G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.