"ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ არის, გარდა პანდემიისა, ეკონომიკისა და სიღრიბისა", - აღნიშნული განცხადებებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარბაშივილი, პარლამენტში წარდგენისას, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ბოლო დროს გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
დღეს პარლამენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს და ახალ მინისტრთა კაბინეტს ოფიციალურად დაამტკიცებს.
"მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ტყუილად ცდილობენ ჩვენი, არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ოპონენტებად წოდებული რადიკალური, დესტრუქციული ძალები ჩვეული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კამპანიის პირობებში იმგვარად წარმოჩენას სურათის, თითქოს ჩვენ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული კრიზისი. ეს კრიზისი არის ხელოვნურად შექმნილი, მეგობრებო, არავითარი კრიზისი არ არსებობს დღეს ქვეყანაში გარდა იმ კრიზისებისა, რომელიც ჩამოვთვალე, ეს არის პანდემია, ეკონომიკა, სიღარიბე და ა.შ.", - განაცხადა მან.