ევროპა დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანში განაცხადა.
გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასია ევროპისთვის საინტერესო რეგიონია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკური სფეროა.
მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია ნდობისა და რწმენის ჩამოყალიბება.
"ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ამ რეგიონში. ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამშვიდობო შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის ერთი და იგივე პოზიცია მოვისმინე," აღნიშნა ბერბოკმა აზერბაიჯაბული მედიის ცნობით.