ლატვია აცხადებს, რომ რუსულმა თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.
„რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია ლატვიის საჰაერო სივრცე 6 ნოემბერს, რამაც რიგის დიპლომატიური პროტესტი გამოიწვია,“ იტყობინება ლატვიური საინფორმაციო გამოცემა Delfi 7 ნოემბერს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
მისივე თანახმად, გაურკვეველი თვითმფრინავი ლატვიურმა რადარმა დააფიქსირა და ინციდენტის შემდეგ, საფრენი აპარატი უკან გაბრუნდა.
ლატვიამ მოპოვებული ინფორმაცია NATO-ელ პარტნიოებს უკვე გაუზიარა. რუსეთის დროებითი რწმუნებული ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის ნიშნად გამოიძახა.
ლატვია ესაზღვრება როგორც რუსეთს, ასევე, მოსკოვის მოკავშირე ბელორუსს. რიგა სასაზღვრო უსაფრთხოებას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მინსკის მიერ წახალისებული მიგრანტების კრიზისის ფონზე აძლიერებს.