აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით ჩართული იყო საქართველოში გადატრიალების დაფინანსებაში. შესაბამისი კომენტარი პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აშშ არ ემხრობა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან რომელიმე კონკრეტულ მთავრობას. ისევ და ისევ, ჩვენი მიზანი ნებისმიერ ამ ვითარებაში, ნებისმიერ კონტექსტში, არის იმის უზრუნველყოფა, რომ ჩატარდეს სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ - განაცხადა პატელმა, როდესაც ჰკითხეს:
„ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მმართველი პარტია და საქართველოს მთავრობის მმართველი პარტიის წევრები ამტკიცებდნენ, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით აფინანსებს გადატრიალების მომზადებას. როგორია თქვენი რეაქცია? და ზოგადად, როგორ აღიქვამთ ამ პრეტენზიებს მთავრობისგან, რომელიც ყოველწლიურად, მილიონობით დოლარს იღებს აშშ-დან?“
ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე მორიგი განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა.
- ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი