პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. სალომე ზურაბიშვილის შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.