გერმანია რუმინეთში NATO-ს საჰაერო საპატრულო მისიის მხარდასაჭერად, 4 გამანადურებელს გზავნის. თვითმფრინავები ნოემბრის ბოლოდან NATO-ს საჰაერო საპატრულო მისიას შეუერთდებიან. იტყობინება Reuters-ი 9 ნოემბერს უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით.
ბერლინი რუმინეთის ქალაქ კონსტანცის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე, ასევე განათავსებს 80-მდე ჯარისკაცს, რომელთაგან პირველი ნაკადი ადგილზე 9 ნოემბერს გაემგზავრება.
უკრაინის დუნაის პორტებზე მოსკოვის თავდასხმების კვალდაკვალ, რუმინეთის საზღვრიდან მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრში, დრონების ნამსხვრევები რამდენჯერმე იპოვეს. ბუქარესტმა ამის საპასაუხოდ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. კერძოდ, ბომბის თავშესაფრები მოაწყო და დრონების საწინააღმდეგო სისტემები განათავსა.