ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხუთი ქვეყანა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხუთ ქვეყანასთან ერთად სამხედრო წვრთნებს გამართავს. სწავლება ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

წვრთნები, რომელიც ჩინეთის სამხრეთ პროვინცია გუანგდონში ჩატარდება, კამბოჯის, ლაოსის, მალაიზიის, ტაილანისა და ვიეტნამის ძალების ჩართულობას მოიცავს.

წვრთნები კონტრტერორიზმსა და საზღვაო უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.