საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ რეფორმები, რომლებსაც ევროკავშირი მოითხოვს, აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.
ელჩის შეფასებით, საქართველოს ნამდვილად აქვს NATO-ში-ში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა - რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე, მას ხელს შეუწყობს NATO-სკენ მიმავალ გზაზეც.
„დიდი ბრიტანეთის პოზიციაა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი ნიშნავს იმას,რომ თავად აკეთებთ არჩევანს. ასევე, არის ბევრი რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი მოითხოვს და ეს რეფორმები აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.
ასე რომ, როდესაც საქმე ეხება შემდგომ ნაბიჯებს, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯებში ჩაერთვება, როგორც 12 პრიორიტეტში ჩაერთო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს გზას ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ. მე ნამდვილად მიხარია, რომ პროგრესი მიღწეულია და იმედი მაქვს, რომ პროგრესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრენიუსის“ ცნობით.
- ასევე წაიკითხეთ:
- NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს
- მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
- ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი