შვეიცარია შეუერთდა საერთაშორისო მოწოდებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას გულისხმობს.
Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„შვეიცარია მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასეთი ტრიბუნალის იდეას საჯაროდ დაუჭირეს მხარი უკრაინამ, ევროკავშირმა, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა.
ბოლო თვეების განმავლობაში ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა 38 ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნორვეგიამ, გვატემალამ, იაპონიამ და კანადამ.