„ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა ჩვენი მომავალი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია," ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, „თუ როგორ პოზიციონირებს ჩინეთი რუსეთთან, მომავალში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება.“
„ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან განმსაზღვრელი ფაქტორია, ჩვენი სამომავლო ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მაშინ, როდესაც ზუსტად ევროკავშირის საზღვრებთან ორი ომი მძვინვარებს - უკრაინაში და ღაზაში, გაურკვეველი ეკონომიკური პერსპექტივით - ასეთ მშფოთვარე დროს, არსებობს სტრატეგიული სტაბილურობის ძლიერი საჭიროება თუ როგორ ვუდგებით ჩინეთს, ამისთვის კი გულწრფელები უნდა ვიყოთ, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი…
ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც მოჰყვება. ჩინეთი ამბობს, რომ გაეროს ქარტიას იცავს, მაგრამ რუსეთის აგრესიული ომისგან საკუთარი თავის დისტანცირებას არ ახდენს. როგორ ვპასუხობთ ამას? - მჯერა, რომ წინსვლის გზაა პეკინთან მუშაობა გავაგრძელოთ, რათა რუსეთისთვის მისთვის დახმარება იმდენად შეზღუდული დარჩეს, რამდენადაც შესაძლებელია. მკაფიო უნდა გავხადოთ, ის, თუ როგორ აპოზიციონირებს ჩინეთი საკუთარ თავს რუსეთთან, ეს სამომავლო წლებში ჩვენი ორმხრივ ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.