პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ფრანგულ Le Monde-თან, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვებსაც პასუხობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილმა ევროკავშირისკენ მიმავალი გზის დაჩქარებაში, შესაძლოა, უარყოფითი როლი ითამაშა.
მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდნტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო.
შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე,“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
სწორედ მისი წყალობით მოხვედით ხელისუფლებაში... რაში გდებთ ბრალს? მიმართა ჟურნალისტმა პრეზიდენტს.
„დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი მმართველები,“ - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.