მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაშია. ვიზიტის ფარგლებში მან ევრომაიდნის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
21 ნოემბერს ევრომაიდნის აქციებს ზუსტად 10 წელი შეუსრულდა.
რაც შეეხება სანდუს ვიზიტს, მისი თქმით, დღის წესრიგშია მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განხილვა, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა რეფორმებისა და განვითარების მიმართ.