ეუთოში აშშ-ის ელჩი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს. მაიკლ კარპენტერის შეფასებით, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რაც რუსეთისთვის ახალი არ არის.
„უპირველეს ყოვლისა, დავგმოთ ეს მკვლელობა. ეს მოვლენა, რომელიც ამ ბოლო დროს მოხდა, 2008 წლის ომის შედეგია, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს მიწებს იერთებს. ვიცით, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და ოკუპირებულ აფხაზეთშიც ძალიან მძიმე სიტუაციაა. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ნამდვილად გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ეს არ არის ახალი რუსეთის ფედერაციისთვის," - ამბობს კარპენტერი „მთავართან“ ინტერვიუში.
თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 6 ნოემბერს მოკლეს. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირება გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.