სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ალეინიკთან სატელეფონო საუბარი გამართა. სომხური მედიის ცნობით, კომუნიკაცია ბელორუსის მხარის ინიციატივით შედგა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხურ-ბელორუსის ორმხრივი დღის წესრიგის შესახებ.
„საუბარი შეეხო CSTO-ს საქმიანობასაც. არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას 22 ნოემბერს მინსკში დაგეგმილ CSTO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოს და უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის ერთობლივ შეხვედრაში,“ - ნათქვამია სომხეთის სამინისტროს განცხადებაში. ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.