სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„სომხეთს არ გადაუწყვეტია CSTO-დან გასვლა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ღონისძიებაში ჩემი მონაწილეობა ამ სიტუაციაში შეუსაბამოა. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ CSTO, ფაქტობრივად, არანაირად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს [სომხეთის წინაშე]. რაი უნდა გავაკეთო თუ იქ წავალ?” უპასუხა სიმონიანმა მედიის შეკითხვას.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხეთის ურთიერთობები CSTO-სთან, არანაირად არ არის გაყინული.
„მე უკვე ვაცნობე მათ, რომ არ მივიღებ მონაწილეობას ღონისძიებაში, პასუხი მაინც არ არის. ვფიქრობ, არც რეაქცია იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ, მათაც ესმით ჩვენი არმონაწილეობის მიზეზები. მესამე ქვეყნის [შეიარაღებული] ძალები [ე.ი. აზერბაიჯანი] შემოიჭრა [CSTO-ს წევრი] სუვერენული ქვეყნის სომხეთის ტერიტორიაზე და CSTO-ს პოლიტიკური შეფასებაც კი არ გაუკეთებია. ჩვენ [სომხეთი] რა უნდა გავაკეთოთ იქ წასვლით?," - ამბობს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.