ლეო დოქერტი: დიდი ბრიტანეთი რუსეთის მავნე ქმედებების წინააღმდეგ საქართველოს მედეგობის გაზრდას მხარს დაუჭერს

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია.

„დავარწმუნე მინისტრი დარჩიაშვილი, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის მავნე ქმედებების წინააღმდეგ მედეგობის გაზრდას მხარს დაუჭერს,“ - წერს დოქერტი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).

ბრიტანელი მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში სომხეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საქართველოს ეწვია. ლეო დოქერტი ბაქოში 22 ნოემბერს ჩავიდა.