ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები. ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ თამაზ გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა, მათ შორის, გამოთქვა აზრი, მათი ვინაობები მომდევნო სანქციების პაკეტს დაემატოს.
„მე არ ვანსხვავებ ერთ უდანაშაულო სიცოცხლეს ათასობით უდანაშაულო სიცოცხლისგან. თითოეულ ასეთ შემთხვევაზე თანაბრად ძლიერი რეაქცია უნდა გვქონდეს. როდესაც რუსეთის ჯარებმა დაუწყეს სროლა ჩვენს უკრაინელ მეზობლებს, ჩვენ სასწრაფოდ მოვახდინეთ რეაგირება და დავაწესეთ სანქციები. ჩვენს მეზობლად არის კიდევ ერთი ოკუპირებული ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს და გაიტაცეს. საქართველო შორსაა? დიახ. ამას აქვს მნიშვნელობა? - არა.
პირველ რიგში, მოვუწოდებ ევროპულ საბჭოს, დაამატოს მომდევნო სანქციების პაკეტს ან შეიმუშაოს ახალი, მათ შესახებ, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობასა და საქართველოს მოქალაქეების ტანჯვაზე. კრემლს სურს აცხოვროს ისინი შიშში, რათა საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვიოს. მივცეთ მათ გამბედაობა და ნებისყოფა,” - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ რადიო თავისუფლების ცნობით.