ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს.

დოქერტის თქმით, სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის მომავალი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანესია.


„ერევანში განვიხილე სომხეთის რეფორმების დღის წესრიგი და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. თბილისში ხაზი გავუსვი დიდი ბრიტანეთის განგრძობად მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ბაქოში მივესალმე აზერბაიჯანის ძალისხმევას განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებას. ბაქოსა და ერევანში მხარეებს მნიშვნელოვანი დიალოგში ჩართვისკენ მოვუწოდე, გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.

სამხრეთ კავკასიის როლი უმნიშვნელოვანესია ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. დიდი ბრიტანეთი გაზრდის თანამშრომლობას რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის შესანარჩუნებლად,” - აღნიშნავს დოქერტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.