ჩინეთი 6 ქვეყანას უვიზო მიმოსვლას სთავაზობს

ჩინეთი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის მოქალაქეებს ვიზის საჭიროებისგან დროებით გაათავისუფლებს. ამ ქვეყნების მოქალაქეებს 2024 წლის დეკემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ბიზნესის კეთების, ტურიზმის, ღირსშესანიშნაობების დათვალიერების მიზნით, ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად ან ტრანზიტით, არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში, ვიზა არ დასჭირდებათ.


„სამწლიანი კოვიდშეზღუდვების შემდეგ, ბოლო თვეებში ჩინეთი ტურიზმის სექტორის აღსადგენად ნაბიჯებს დგამს.

პეკინი ასევე ცდილობს თავისი გლობალური იმიჯის აღდგენას ბევრ დასავლურ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან რიგ საკითხებზე უთანხმოების ფონზე,“ წერს Reuters-ი.

მისივე თანახმად, ამ თვის დასაწყისში ჩინეთმა უვიზო სატრანზიტო პოლიტიკა ნორვეგიის ჩათვლით, სულ 54 ქვეყანაში გააფართოვა.