აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა ბოლო წლებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ალიევმა SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) სამიტზე განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნას მივაღწიეთ. ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 310 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ჩადო და გახდა ევრაზიის ერთ-ერთი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების გასწვრივ მდებარეობს,“ - აღნიშნა ალიევმა.