შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა.
ალენ ბერსე აპირებს, განიხილოს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე რუსეთის აგრესიული ომის გავლენა და უკრაინის მიმართ შვეიცარიის გრძელვადიანი მხარდაჭერა.
ბერსეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინაში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.