უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს.
ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინის მხარეს მებრძოლი 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში 13 ნოემბერს ჩამოასვენეს.