უკრაინამ აზერბაიჯანისგან Revival P-ის ტიპის განაღმვის მანქანა მიიღო.
ამის შესახებ უკრაინის ელჩმა აზერბაიჯანში ვლადისლავ კანევსკიმ განაცხადა.
უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიის თითქმის მესამედი დანაღმულია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ 2023 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი ბრძანების შესაბსამიდ, უკრაინაში ელექტროტექნიკისგან შემდგარი ჰუმანიტარული დახმარების მეორე ნაწილი 21 ნოემბერს გაიგზავნა.