ჩინეთში გამოეხმაურნენ The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანხმად, რუსულ-ჩინურ კონსორციუმს ყირიმის ხიდთან წყალქვეშა გვირაბის აშენება სურს.
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვან ვენბინმა ბრიფინგზე ისაუბრა.
„ეს პუბლიკაცია უსაფუძვლოა და მე მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,” - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა, რომელსაც რუსული მედია ციტირებს.
ამგვარად, მან უპასუხა შეკითხვას The Washington Post-ის (WP) სტატიის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვი და პეკინი სავარაუდოდ, გვირაბის მშენებლობას განიხილავდნენ.