ესტონეთის დედაქალაქ ტალინში NATO-ს ფლაგმანი - კიბერთავცავის წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებში 1000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის მოკავშირეები და პარტნიორები 30-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობენ. სწავლებაში ჩართულია საქართველოც. ინფორმაცია Europetime-ს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ღონისძიება რეგულარულად 2008 წლიდან ტარდება. წლევანდელი სწავლება პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.
NATO-ს თანახმად, წვრთნები მიზნად ისახავს მოკავშირეებისა და პარტნიორების გამძლეობის გაზრდას კიბერსაფრთხეების მიმართ და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას იმისთვის, რომ კიბეროპერაციების ჩატარება მომავალში ერთობლივად შეძლონ.