"აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას"

"აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას", - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ამერიკა არადროს სცნობს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას:

"12 წელი გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. მას შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია".