თურქეთი ჩრდილო-დასავლეთ ჩანაქკალეს პროვინციასა და საროსის ყურეში სამხედრო წვრთნებს (NUSRET-2023) ატარებს. სწავლება 6 დეკემბრამდე გაგრძელდება. ცხრადღიან წვრთნებში მონაწილეობენ თურქეთის საზღვაო და საჰაერო ძალების სარდლობის ნაწილები, ასევე, სანაპირო დაცვის სარდლობა, 15 ქვეყნის დამკვირვებელთა პერსონალთან ერთად.
თურქეთის მასპინძლობით სამხედრო წვრთნები დაიწყო "მეგობრული და მოკავშირე ქვეყნების" ელემენტების მონაწილეობით. სწავლების მიზანია მონაწილე ქვედანაყოფების/სარდლობის მომზადება ნაღმების ომის დაგეგმვაში, შესრულებასა და შეფასებაში.
„სწავლება მიზნად ისახავს ქვეყნების თავსებადობის გაძლიერებას, მათი ერთობლივად მუშაობის უნარის ხელშეწყობას,“ - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა, თუმცა ქვეყნების ჩამონათვალი ცნობაში მითითებული არ არის.