ჯეიმს ო’ბრაიენი: ფაშინიანს არ სურს, რომ სომხეთი მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე ისე, როგორც ამას წინა ლიდერები ცდილობდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი სომხეთის პრემიერს გამბედაობისთვის აქებს. ო’ბრაიენის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანმა მკაფიო გზა აირჩია დასავლეთთან ურთიერთობების გახსნის მიმართულებით.

„მე ვიტყოდი, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გამბედაობა გამოიჩინა. მან მკაფიოდ აჩვენა, რომ სურს, სომხეთმა წინ წაიწიოს დასავლეთთან ურთიერთობების გახსნის მიმართულებით, მას არ სურს, რომ სომხეთი მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე. ისე, როგორც ამას წინა ლიდერები ცდილობდნენ. მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც უნდა იყოს ძალიან გამამხნევებელი სომხეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ისინი ცდილობენ, გააგრძელონ ისეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ჰქონდათ გასული ან ორი წლის განმავლობაში.


მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ასევე გამბედაობა გამოიჩინა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რაც საშუალებას მისცემს სომხეთს, ფოკუსირება მოახდინოს თავის ეკონომიკურ განვითარებაზე, ააშენოს თავისი უსაფრთხოების ურთიერთობები და გააფართოოს ვაჭრობა ცენტრალური აზიიდან თურქეთამდე.

ეს ყველაფერი არის ის, რისი ნახვაც ძალიან გვინდა. ასე რომ, ნებისმიერი პაკეტი, რომელიც მხარს უჭერს სომხეთს, მისასალმებელია; თუ რა გზას აირჩევს ევროკავშირ, მისი საქმე იქნება. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და სომხეთის მთავრობასთან, რათა დავინახოთ, რომ სომხეთის მოსახლეობას შეუძლია, ისარგებლოს იმ რეფორმების პოლიტიკით, რომელიც ფაშინიანის მთავრობამ განახორციელა,“ აღნიშნა ო’ბრაიენმა 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რითაც უპასუხა შეკითხვას, „როგორ შეაფასებდა სომხეთის მხარდაჭერის პერსპექტივებს ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ბოლო დროს გამოაცხადა ევროკავშირმა.“

ცნობილია, რომ ჯეიმს აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ.


ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„ვმუშაობთ ფაშინიანის ხედვის მხარდასაჭერად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის შესახებ,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ხსენებულ სატელეფონო საუბარს აღწერს.

შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.