„უკრაინსკა პრავდა“ ძალოვან სტრუქტურაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 30 ნოემბრის ღამეს რუსეთ-ჩინეთის „ერთადერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის“ მონაკვეთი უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერაციის შედეგად ააფეთქეს.
წყაროს ცნობით, ეს სარკინიგზო მაგისტრალი, რომელსაც რუსეთი ასევე იყენებს სამხედრო ტვირთებით მომარაგებისთვის, პარალიზებულია.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას. ოფიციალურად, დაზვერვის სამსახურს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.