უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დეოკუპაცია უფრო ადვილია, ვიდრე დონბასის რეგიონის, რადგან ეს ეხება არამხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ, ხალხის განწყობას.
„შესაძლებელია, ისეც მოხდეს, რომ ეს ტერიტორიები მოსახლეობაზე ადრე დავიბრუნოთ. მაგალითად, ჩვენ თუ დონბასს დავიბრუნებთ, ხალხი იქ უკვე 10 წელია, ცხოვრობს. იქ ცხოვრობენ სხვა გარემოში და ეს ხანგრძლივი პროცესია. ვფიქრობ, დონბასის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა.
ერთხელ პარტნიორებმა მითხრეს: ყირიმის დაბრუნება თითქმის შეუძლებელი იქნება და დონბასის დაბრუნება ძალიან რთული. ჩემი აზრით, თუ ხალხზე ვსაუბრობთ, ტერიტორიები ხალხთან ერთად ბრუნდება, თუ ხალხს ეს არ სურს, ძალიან რთული იქნება. ახლაც, როდესაც რუსეთი ჩვენთან ომშია, ყველაზე აგრესიული სეპარატისტები კვლავ ადგილზე რჩებიან, რუსები გარბიან, მაგრამ ისინი იქ რჩებიან. ეს რაღაცაზე მეტყველებს. რაც შეეხება ყირიმს, იქ სამხედრო მოქმედებები არ ყოფილა, მჯერა, რომ ყირიმი ელოდება უკრაინაში დაბრუნებას. დონბასიც ელოდება, თუმცა, ძალიან რთული იქნება, რადგან მოხდა ამ ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია და მაქსიმალურად მილიტარიზება," – განაცხადა ზელენსკიმ.