აშშ-მ და მოკავშირეებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვების საპასუხოდ, სანქციები აამოქმედეს

შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირე ქვეყნებმა რვა ჩრდილოეთ კორეელელს სანქციები დაუწესეს. სანქცირებულთაგან ორი რუსეთში ცხოვრობს. სანქციები ფხენიანის მიერ ჯაშუშური თანამგზავრის გაშვებას მოჰყვა.

აშშ-ის ახალი სასანქციო ზომა ძალაში შევიდა ავსტრალიასთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან კოორდინაციით.

ანქციების სიაში შედის ჩრდილოეთ კორეის საგარეო ვაჭრობის ბანკის მთავარი წარმომადგენელი რუსეთის ვლადივოსტოკში, რომელიც ხელს უწყობდა ფინანსურ ტრანსფერებს ჩრდილოეთ კორეის "ფინანსური ინსტიტუტებისა და იარაღით ვაჭრობის სუბიექტების" სახელით.

ზომები ასევე ვრცელდება ჩრდილოეთ კორეის გაერთიანებული განვითარების ბანკის წარმომადგენელზე რუსეთში, ფხენიანის სარაკეტო პროგრამაში ჩართული სუბიექტისთვის მრავალჯერადი გადახდების განხორციელებისთვის. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა სანქციები დაუწესეს კიდევ ექვს ჩრდილოეთ კორეელს, რომლებიც ჩინეთში, ირანსა და სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. აშშ და სამხრეთ კორეა ეჭვობენ, რომ რუსეთი ეხმარება ჩრდილოეთ კორეას მისი თანამგზავრის გაშვებაში სამხედრო მარაგის სანაცვლოდ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მილიონზე მეტ საარტილერიო ჭურვსა და სხვა იარაღს მოიცავდა. 


შეგახსენებთ, აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ამერიკული ავიამზიდი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების ჩვენების მიზნით განლაგდა.


ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე.

ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა. ფხენიანი იმასაც ამტკიცებს, რომ მზვერავი თანამგზავრიდან თეთრ სახლს და პენტაგონს ფოტოები გადაუღო.