ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად არამხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. პროექტის 90 პროცენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, დასრულებულია. ამ საკითხს სტატიას აზერბაიჯანული მედია უძღვნის.
პროექტში ჩართული აქტორები იმედოვნებენ, რომ მისი დასრულება დიდ ცვლილებას მოახდენს რეგიონში ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებაში, სადაც საწყის ეტაპზე მოსალოდნელია, რომ BTK რკინიგზის მაქსიმალური წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით, 17 მილიონი ტონა ტვირთი იქნება. გარდა ამისა, როგორც რეგიონის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნების შეერთებით, საწყის ეტაპზე მილიონ მგზავრს მოემსახურება და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გადაიტანს.
ბევრი ექსპერტი ოპტიმისტურად არის განწყობილი აბრეშუმის გზის მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით AZERNEWS-ისთვის მიცემულ კომენტარში ეკონომისტმა ეიუბ კარიმლი ამბობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დადებითად აისახება რეგიონის ზოგად ეკონომიკაზე, გაფართოვდება საგარეო სავაჭრო ურთიერთობები ტურიზმთან დაკავშირებით და შეიქმნება პირობები დამატებითი შემოსავლების შესატანად ქვეყნის ბიუჯეტში.
BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო.
BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა.