შვეიცარიამ 8,8 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.
შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნო (SECO) აცხადებს, ეს მაჩვენებელი 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს სავარაუდოდ, კიდევ შეიცვლება და კიდევ უფრო დაზუსტდება სიაში სანქცირებული პირების დამატების, ან ამოღების შემთხვევაში. უფრო ზუსტი მაჩვენებლის გამოქვეყნება 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს არის მოსალოდნელი.
Reuters-ი წერს, რომ ბერნმა ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 7,4 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის კუთვნილი უცხოური ვალუტის აქტივების გადარიცხვა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა, რასაც დასავლეთის მძიმე სანქციები მოჰყვა.