NATO-მ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წვრთნა ჩაატარა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა

ესტონეთში NATO-ს კიბერთავდაცვის წვრთნები დასრულდა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა.

Exercise Cyber Coalition არის NATO-ს ფლაგმანი კიბერსწავლება, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. წლევანდელ წვრთნებზე 1300-ზე მეტი კიბერდამცველი NATO-ს 28 მოკავშირიდან და 7 პარტნიორი ქვეყნიდან შეიკრიბა. NATO-ს ცნობით, წლევანდელი წვრთნები ტალინის გარდა, დისტანციურად, ეროვნულ დედაქალაქებსა და სხვა ადგილებში გაიმართა.


„კიბერკოალიცია უნიკალურია, რადგან ის NATO-ში ერთადერთი კიბერსწავლებაა. ეს არ არის შეჯიბრი - ჩვენ, როგორც კიბერდამცველების ოჯახი, ყველანი ერთად ვმუშაობთ. ეს თანამშრომლობა გვაძლიერებს და უფრო მედეგს გვხდის კიბერ საფრთხეების მიმართ. წელს, ყველა მონაწილეს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებული იყო,“ - განაცხადა ჩარლზ ელიოტმა წვრთნების დირექტორმა და აშშ-ის საზღვაო ფლოტის მეთაურმა.


წვრთნებში 28 მონაწილე მოკავშირე მონაწილეობდა შემდეგი ქვეყნებიდან: ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები.

სწავლებაში ასევე ჩართულნი იყვნენ NATO-ს პარტნიორი ქვეყნები: საქართველო, ირლანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, შვედეთი, შვეიცარია და უკრაინა.