გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში უარყო მოსაზრება სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა „ძალიან ცოტას იღებს მისი პარტნიორებისგან.“
„ჩვენ უკრაინას ვამარაგებთ ისე, როგორც შეგვიძლია. იგივე ეხება თითქმის ყველა სხვა მოკავშირესა და პარტნიორს," - განმარტა ბორის პისტორიუსმა.
თუმცა გერმანელმა მინისტრმა აღიარა, რომ გარკვეული პრობლემები იყო იარაღის მიწოდების ჯაჭვში. ბორის პისტორიუსმა განმარტა, რომ თავდაცვის ინდუსტრია ზრდის შესაძლებლობებს, როგორც შეუძლია", მაგრამ ამავე დროს, გერმანიის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ამას დრო სჭირდება.
ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის პასუხისმგებლობაა, ომში, „ბრძოლის ველზე შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც პუტინი გააცნობირებს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს და ამიტომ უნდა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.“