ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს წევრი ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად კოალიციას ქმნიან. დამატებით ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ბიორნ არილდ გრამი ღონისძიების ფარგლებში გაასაჯაროებენ.
ნორვეგიამ უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა თებერვალში დაიწყო, რომლის საფუძველზეც უკრაინას $7 მილიარდის მოცულობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა მიეწოდოს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. ლონდონმა უკრაინას 4,7 მილიარდ ფუნტზე მეტი (5,9 მილიარდი დოლარი)მოცულობის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება უკვე გამოუყო.