გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან სასაზღვრო კონტროლს მინიმუმ ორი თვით ახანგრძლივებს. მინისტრის შეფასებით, სასაზღვრო კონტროლი ეფექტურია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 16 ოქტომბრიდან ფედერალურმა პოლიციამ მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და შვეიცარიის საზღვრებზე ქვეყანაში უკანონო შესვლის 9200-მდე შემთხვევა გამოავლინა.
„პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან საზღვრებზე დროებით კონტროლს 15 დეკემბრის შემდეგ მინიმუმ ორი თვით გავახანგრძლივებ,“ - განაცხადა მინისტრმა.
მანვე განმარტა, რომ ევროპული კანონმდებლობა მსგავს ღონისძიებას ითვალისწინებს.