ევროკავშირმა „ჰამასის“ ორი მეთაური ტერორისტების სიას დაამატა

ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ, ევროკავშირმა „ჰამასის“ ორი მეთაური  ტერორისტების სიას დაამატა.

კერძოდ, ხსენებულ სიაში არიან „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ლიდერი მუჰამედ დეიფი და მისი მოადგილე მარვან ისა. ამ ორ პირს ყოველგვარი ფინანსური აქტივები გაეყინება და ევროკავშირის ყველა ობიექტს ეკრძალება მათთვის სახსრების, ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება.


შემაკავებელი ზომები უკვე შევიდა ძალაში. მანამდე საფრანგეთმა ბრძანა ექვსთვიანი გაყინვა ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის მეთაურის, იაჰია სინუარის, რომელიც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორია. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სავიზო სანქციები იმ პირების მიმართ, რომელთა ქმედებები ზიანს აყენებს მშვიდობასა და სიმშვიდეს დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელზე თავდასხმის შემდეგ სანქციები ასევე დააწესეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირი და აშშ „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს და მას შემდეგ საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ისრაელმა დაჯგუფების განადგურების პირობა დადო.