სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ათზე მეტი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.