ალიევი: სომხები და აზერბაიჯანელები რუსეთში, უკრაინაში და თუნდაც საქართველოს სოფლებში გვერდიგვერდ ცხოვრობენ, რატომ არ შეუძლიათ, იმავე წარმატებით იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ ხედავს სერიოზულ დაბრკოლებას სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის.

ალიევის თქმით, თუ სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება, ეს ძალიან ცუდი იქნება მთელი რეგიონისთვის. 


„აზერბაიჯანი მრავალეთნიკური ქვეყანაა და არცერთ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანში არასოდეს ჰქონია რაიმე შეშფოთება ან პრობლემა რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით. ნებისმიერს, ვინც იცნობს აზერბაიჯანს, ამის დადასტურება შეუძლია. სხვათა შორის, სომეხი მოსახლეობა დღეს უპრობლემოდ ცხოვრობს აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეში. სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ რუსეთში, გვერდიგვერდ ცხოვრობენ უკრაინაში და თუნდაც საქართველოს სოფლებში. რატომ არ შეუძლიათ, იმავე წარმატებით იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში? ვფიქრობ, მათ შეუძლიათ,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.