უკრაინა 2024 წლისთვის ემზადება, ჩვენი მიზანია რუსეთის ძალების სამუდამოდ განდევნა ოკუპირებული ყირიმიდან - თავდაცვის მინისტრი

კიევი არ აპირებს, განაახლოს დიალოგი რუსეთთან, ვიდრე მისი ძალები უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებენ. უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დეოკუპაცია უფრო ადვილია, ვიდრე დონბასის რეგიონის, რადგან ეს ეხება არამხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ, ხალხის განწყობას.


ნოემბერში საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის სტრატეგიული მიზანი რუსეთთან ომში, ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენაა, რაც ნიშნავს 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას.


ახლა უკრაინა 2024 წლისთვის ემზადება, რომლის მიზანია, რუსი ოკუპანტების სამუდამოდ გაყვანა ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან,“ ეს განცხადება უკვე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა გააკეთა.

  • როგორც უმეროვმა აღნიშნა, უკრაინამ მიაღწია წარმატებას შავ ზღვაში, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავდა შესაბამისი ძლიერი ფლოტი.

„ჩვენ ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია, მივაღწიოთ წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძლიერი ფლოტი არ გვყავს. 2024 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები მოგვცემს ძლიერ შანსს, რომ მათ სამუდამოდ დატოვონ ჩვენი ყირიმი. სამუდამოდ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.


2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.