თბილისის ორგანიზაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

თბილისის ორგანიზაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.  განცხადება პარტიის დატოვების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა 9 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, პირველი საშუალო სკოლის წინ გააკეთეს. ნიკა მელიას პრესსამსახურის ცნობით, საუბარია სულ 300-მდე ადამიანზე.


„სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ვხედავთ. გვიწევს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც ძალიან მძიმე, მაგრამ აუცილებელია,“ — თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ბესო გაზდელიანმა.


„ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრმა ანა გოგოლაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და შექმნილი ვითარება ყველას გვკარნახობს, რომ პოლიტიკური პროცესები არასწორად იმართება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ჩემი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხედვები, ბრძოლის მეთოდები და პარტიის მართვის გზები ერთმანეთს ასცდა. შესაბამისად, საჭიროდ და ლოგიკურად ვთვლი, რომ ვიყო იმ გუნდში, რომელიც ასახავს ჩემს ხედვებს და მიდგომებს. მე ვუერთდები იმ ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც იქნება პლატფორმა სწორი, საღი და რაც მთავარია, ჩემთვის მისაღები ფასეულობების და ღირებულებების,“ — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ასევე დატოვეს დეპუტატებმა ახალციხის, კასპის, ხობის, ჭიათურის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში.