ფილიპინებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მწვავდება. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამ ქვეყნების გემებს შორის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაძაბული დაპირისპირების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის ელჩი გამოიძახეს.
ფილიპინებისა და ჩინურ ნავებს შორის შეჯახებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ფილიპინურმა მხარემ პეკინს დიპლომატიური პროტესტი გადასცა.
უწყებაში განაცხადეს, რომ ჩინეთის ელჩი ფილიპინებში შესაძლოა, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდეს.
ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთობები მიმდიბარე წელს განსაკუთრებით დაიძაბა, რადგან ახალი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი, რომელმაც ბარიერის გარღვევის უფლება დაუშვა, ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები მოკავშირე შეერთებულ შტატებთან. ასეთი მცდელობები მოიცავდა აშშ-ის სამხედროებისთვის ფილიპინების ბაზებზე გაფართოებული წვდომის უფლების მინიჭებას ამ ნაბიჯს ჩინეთი აკრიტიკებდა და მას პროვოკაციულს უწოდებდა.
ფილიპინებმა 2016 წელს დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიას სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტეს ნაწილზე საფუძველი არ ჰქონდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჩინეთი არ აღიარებს გადაწყვეტილებას.